ახალი ამბები
"უწყვეტად და უტეხად ვაგრძელებთ სამართლიან პროტესტს"- ჭიათურელი მაღაროელები
FaceBook
300 დღეზე მეტია, რაც ჭიათურაში, ქალაქის ცენტრში საპროტესტო კარვებია გაშლილი და უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ამასთან, 8 თვეზე მეტია, რაც ამ პროტესტის მონაწილეები: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი, როგორც მათი თანამებრძოლები ამბობენ, უკანონოდ შეკერილი ბრალდებებითა და არარეალური მუხლით, უსამართლოდ სხედან ციხეში.

მათი სასამართლო პროცესები 12 და 14 იანვარსაა ჩანიშნულია. სავარაუდოდ, 14 იანვარსვე გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს.

"ფორმალურად საქმე დასასრულს უახლოვდება, თუმცა, რეალურად, საიმედო არაფერია. პროკურატურა სრულად იზიარებს საქმეში დაზარალებულად ცნობილი თენგიზ კობერიძის მოთხოვნას და ითხოვს ბრალდებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ პატიმრობას 6-დან 9 წლამდე.

მიუხედავად ადვოკატების ძალისხმევის, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტური ჩვენებებისა, მოსამართლე თამარ მაზანაშვილი, ამ დრომდე, სრულად ეთანხმება პროკურატურისა და დაზარალებულის პოზიციას. ამის შედეგად, უკვე 253 დღეა, ოთხი ადამიანი უსამართლოდ არის თავისუფლებააღკვეთილი. ჩვენ კი, ვინც გარეთ ვართ, უწყვეტად და უტეხად ვაგრძელებთ სამართლიან პროტესტს, ყველა მიმართულებით და კანონის ფარგლებში, თუმცა, ამ უსამართლობის შესაჩერებლად, საჭიროა საერთო სოლიდარობა, გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა, განსაკუთრებით მაღაროელებისგან და ჭიათურელი ხალხისგან.

ეს ბიჭები მიტოვებას არ იმსახურებენ. ვისაც გსურთ გამოხატოთ სოლიდარობა, გიზიარებთ ანგარიშის ნომერს - #GE40BG0000000604733786GEL",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 29 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავება - ჭუმბურიძეს და გველესიანს 4-დან 6 წლამდე, ხოლო სარალიძეს და ნეფარიძეს, თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჭიათურელი მაღაროელები 313 დღეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის
ყოველწლიური, საშობაო ეპისტოლე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:
00:25 / 07.01.2026
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ყოველწლიური, საშობაო ეპისტოლე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად „სინათლე მედიას“
ყოველთვიური ავტომატური დონაციაც დაემატა.
21:36 / 02.01.2026
დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად „სინათლე მედიას“ ყოველთვიური ავტომატური დონაციაც დაემატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.