ახალი ამბები
ელექტროენერგიაზე დღეს არსებული ტარიფი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, გაზზე - ერთი წლით
FaceBook
ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 3 თვით გადავადდა.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში",- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დავით ნარმანიას თქმით, მისი ტარიფი, ერთი წლით, უცვლელი რჩება.

„ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება, ერთი წლის ვადით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა
დახმარების ფონდი.
09:03 / 06.04.2026
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა დახმარების ფონდი.
ქუთაისში კორუფციის ფაქტი გამოავლინეს — სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი
განყოფილების ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა ქრთამის აღების
ბრალდებით დააკავეს.
12:16 / 03.04.2026
ქუთაისში კორუფციის ფაქტი გამოავლინეს — სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.