ახალი ამბები
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
FaceBook
დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია.


როგორც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, მათი ტექნიკური სამსახური, ამ წუთებში, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

კომპანიის ინფორმაციით, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში.

"ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება",- აცხადებენ კომპანიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება, დასავლეთ საქართველოში 2 იანვრამდე შენარჩუნდება.
Print