ახალი ამბები
საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები ბრუნდება
FaceBook
შემდეგი სასწავლო წლიდან, ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.


ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ  ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას, განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში  შემდეგი სასწავლო წლიდან, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე  სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.

ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა  გივი მიქანაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მთავარი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად 10 000
მაყურებელზე იყო გათვლილი, დღეს მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანს
იტევს.
11:12 / 02.06.2026
ჭიათურაში მთავარი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი, დღეს მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანს იტევს.
დღეიდან, 2026 წლის 1 ივნისიდან, საქართველოში საჯარო სივრცეში
შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების
მონიტორინგი ოფიციალურად იწყება.
10:54 / 01.06.2026
დღეიდან, 2026 წლის 1 ივნისიდან, საქართველოში საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი ოფიციალურად იწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.