ახალი ამბები
"ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია"- პრემიერი
FaceBook
"დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას",- ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განაცხადა.

კობახიძემ მაგალითისთვის ქუთაისი მოიყვანა და განაცხადა, რომ ქალაქიდან ბევრი ადამიანი გაედინება.ამიტომ, მისი თქმით, ქუთაისს ახალი ფუნქცია უნდა შევსძინოთ.

"რომ ავიღოთ ქუთაისი, რომელიც ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი საბჭოთა პერიოდში, იცით, რომ ქალაქმა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამას მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ძალიან დიდი მიგრაცია. მიგრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც მიგრაცია მეტია, ვიდრე დაბრუნების მაჩვენებელი. თანდათანობით კლებულობს ქუთაისის მოსახლეობა.

ჩვენ ვფიქრობთ, ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია. საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის გარდაქმნა, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია დეკონცენტრაციაზე, აქ მთავარი მიზანი არის ქვეყნის თანაბარი და რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და არა იმდენად განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს საქართველოს პარლამენტი, კონტროლის პალატა, სემეკი, საგზაო დეპარტამენტი და მთავრობის სახლი. ამ უწყებებს ქალაქში ახალი სიცოცხლე და სამუშაო ადგილები უნდა გაეჩინა.

სულ ახლახანს დედაქალაქში გადაიტანეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა.

იმის გამო, რომ ქუთაისი უფუნქციოდ დატოვეს, უიმედობას და სიღარიბეს ყოფილი საპარლამენტო ქალაქიდან წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი გაექცა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23 300-მა ადამიანმა დატოვა, ხოლო 30 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 106 600-ს შეადგენს. დღეს ქუთაისის მოსახლეობა 123 700-ს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის
წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო.
10:10 / 27.11.2025

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო.

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა
ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე
საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში.
10:07 / 27.11.2025

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.