ახალი ამბები
პოლიციამ ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
FaceBook
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორისაა, 1983 წელს დაბადებული ნ.ჭ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1983 წელს დაბადებული დ.ჰ. და 1985 წელს დაბადებული ა.ს. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან
პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
12:59 / 27.02.2026
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
22:30 / 26.02.2026
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.