ახალი ამბები
"ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე"
FaceBook

28 ნოემბერს ერთი წელი გავა, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია.


პროევროპული აქციები, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ყოველ დღე, საღამოს საათებში იმართება.

გარეთ გამოსული მოქალაქეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე, პროტესტის დროს დაკავებული მათი თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ.

2025 წლის 28 ნოემბერს ქუთაისში (ისევე როგორც სხვა ქალაქებში) მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან.

აქცია, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიასთან, 19:00 საათზე დაიწყება.

"28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას, გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი, მოღალატეობრივი განცხადებით უპასუხა ირაკლი კობახიძემ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს ქალაქებში და გააპროტესტა კონსტიტუციის დარღვევა. მას შემდეგ ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობას საპროტესტო აქციები და ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე",- ამბობენ აქციის მონაწილეები.

2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან, აქტივისტები, სპონტანურად, მას შედეგ შეიკრიბნენ, რაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. კობახიძის ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა დედაქალაქშიც. ათიათასობით მოქალაქე რუსთაველზე შეიკრიბა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა გააპროტესტა. მას შემდეგ 365 დღეა, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი
(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მოძრაობა
იზღუდება.
11:37 / 26.11.2025
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასთან
დაკავშირებით ქუთაისის მერი  განმარტებას  აკეთებს.
10:24 / 25.11.2025
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერი  განმარტებას  აკეთებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.