ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
FaceBook
დღეს, 24 ნოემბერს, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ იმსჯელებენ.

ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველოს დარბაზში, 12:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე მასშტაბური, ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

2026 წლის ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის კორექტირებისას.

ქუთაისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გადასცა. ამ ეტაპზე, კომისიური განხილვა მიმდინარეობს. 25 ნოემბერს კი კომისიური და საჯარო განხილვის შედეგად შემუშავებული შენიშვნებით, შემდგომი განხილვისთვის აღმასრულებელს დაუბრუნდება.

ქუთაისის ბიუჯეტს, დეკემბრის ბოლოს, საკრებულოს 2025 წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის,
იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ტყის ხანძრების რამდენიმე
კერა ფიქსირდება.
13:37 / 24.11.2025
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.