ახალი ამბები
"საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს მნიშვნელოვნად დააზიანებს"- ISFED
FaceBook

"საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს",- ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაშია ნათქვამი.



როგორც ორგანიზაციაში განმატავენ, ცალსახად რჩება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი.

"17 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია „ქართული ოცნება“ გეგმავს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებით საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა გააუქმოს. ამ უფლებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მრავალი წელია, სარგებლობენ.

თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს",- განმარტავენ ISFED-ში.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ” ჯამში ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საერთო-ეროვნული შედეგებით, ამ პარტიას დაახლოებით 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებას და, პირიქით, ხელი შეუწყოს ამ პირებისთვის ხმის მიცემის მეტი შესაძლებლობის გაჩენას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ISFED
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი
დააკავეს.
13:33 / 10.01.2026
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:23 / 09.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.