ახალი ამბები
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ
FaceBook
"ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები, არსებითად, ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.

"კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.

ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.

არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები აშშ-ში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.

ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და არის ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს.

დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.