ახალი ამბები
სამი წამყვანი, შეთანხმებული ტექსტი და ჩაცმულობა - ქუთაისის მერიის მორიგი საახალწლო ტენდერი
FaceBook
ქუთაისის მერია, საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზების ფარგლებში, ტენდერს აცხადებს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა წამყვანების (სამი) შერჩევა, რომელთა ჩაცმულობა და ტექსტი  მერიასთან უნდა შეთანხმდეს.
სატენდერო დოკუმენტით, ამ მომსახურების ჯამური ღირებულება 122 250 ლარია და ის მოიცავს ღონისძიებების სრულ ორგანიზებას 2025 წლის 31 დეკემბერს, 2026 წლის 1 იანვრის ღამეს და 7 იანვრის საშობაო მსვლელობას.

ღონისძიებების მთავარი ლოკაცია ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორიაა.


31 დეკემბერს, 08:00 საათიდან, დაგეგმილია საკონცერტო სცენის, დეკორაციების, LED ეკრანის, გახმოვანებისა და მხატვრული განათების სისტემის მონტაჟი. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურება მთელი ღონისძიებების განმავლობაში.

თეთრ კოლონადებთან მოეწყობა დეკორირებული მინი-სცენა, სადაც კამერული ორკესტრი შეასრულებს არანაკლებ 60-წუთიან საახალწლო პროგრამას. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა საახალწლო პერსონაჟის მსახიობებით წარმოდგენა, ანიმაციური გმირების კოსტიუმირებული შოუ და დრამერების თეატრალური მსვლელობა.



31dd56c7db14b960d2.jpg" border="0">

31 დეკემბერს დაგეგმილია სახეზე მოხატვის ზონა უსაფრთხო გრიმით და შესაბამისი ინვენტარით.

ლოკაციაზე უნდა განთავსდეს საახალწლო თემატიკით გაფორმებული ქოხები, გათბობითა და განათებით, ხოლო ადგილობრივი მეწარმეებისთვის — საახალწლო დეკორითა და გირლიანდებით გაფორმებული დახლები.


ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მულტიფუნქციური სივრცის ფასადზე  გრაფიკული პროექცია და 3D მოძრავი საათის ინსტალაცია.



სანტა კლაუსისთვის უნდა მოეწყოს მყარი კონსტრუქციის სახლი, ბუხრის იმიტაციით, ავეჯით და ნაძვის ხით. სანტა მთელი დღის განმავლობაში მიიღებს ბავშვებს, გადაიღებს ფოტოებს და დაურიგებს ტკბილეულს.



2026 წლის 1 იანვრის 00:00 საათიდან გალა–კონცერტში მონაწილეობას მიიღებს DJ.

საშობაო მსვლელობა 7 იანვარს გაიმართება. დაგეგმილია ხარ–ურმით გაფორმებული მონაწილეობა და არანაკლებ 30-კაციანი საბავშვო ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლა.

მიმწოდებელი უზრუნველყოფს ყველა დეკორაციისა და ინვენტარის ტრანსპორტირებას, მონტაჟსა და დემონტაჟს განსაზღვრულ ვადებში, ასევე სცენისა და სივრცეების დიზაინის შემუშავებას.

ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მსგავსი ღონისძიების ორგანიზების გამოცდილება.

განაცხადების მიღება დაიწყება 22 დეკემბერს და დასრულდება 25 დეკემბერს.





ქუთაისის მერიამ წინასაახალხო სამზადისი უკვე დაიწყო. აღნიშნულ სახელწიფო შესყიდვამდე, აა(ი)პ "ქუთგანათების სერვისმა" საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო - გამოცხადებულია რამდენიმე ტენდერი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახური ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.
12:43 / 17.11.2025
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.
შსს-მ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური
მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო
ცვლილებები შეიმუშავა.
11:57 / 17.11.2025
შსს-მ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.