ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა
და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს
[NAT250019932] აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული
ვალდებულია განახორციელოს სკვერებისა და გაზონების (სულ 108 ობიექტი)
მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია.
ასევე ვალდებულია, მომსახურების გაწევა განახორციელოს ქუთაისის მერიის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი
ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად.
როგორც შესყიდვების დოკუმენტშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების
დროს „მიმწოდებელი“ ვალდებულია, 24-საათიან რეჟიმში ჰყავდეს
მობილიზებული მუშა ჯგუფი.
ამასთან, ვალდებულია 9:00 საათისათვის და 18:00 საათისთვის
უზრუნველყოს სკვერების დალაგება და ასევე, დღის განმავლობაში,
პერიოდულად სკვერების ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენებისაგან.
აღნიშნულ მომსახურებას მერია ერთი წლის განმავლობაში, 2026 წლის 1
იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეისყიდის.
წინადადების მიღება 7 დეკემბერს იწყება და 12-ში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები