ახალი ამბები
ქუთაისში, დღეს, ახლადმოწვევის საკრებულო პირველად შეიკრიბება
FaceBook
დღეს, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართება.

სხდომას ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის და შემდეგ საკრებულოს უხუცესი წევრი მარეხი ნიჟარაძე გაუძღვება.

დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს. ასევე, დარეგისტრირდება საკრებულოს ფრაქციები და დამტკიცდება საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ცნობილი გახდება საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა.

ქუთაისის საკრებულოს რიგითი სხდომები ბოლო ორი თვე, კვორუმის არარსებობის გამო, არ ჩატარებულა.
რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, "ოცნების" დეპუტატებიდან კი ისინი, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, მომდევნო მოწვევის საკრებულოს სიაში არ ჩასვეს, სხდომაზე არ ცხადდებოდნენ, საკრებულოს სხდომა ვერ იმართებოდა.

ქუთაისის საკრებულოს 25 ახლადარჩეული წევრიდან 22 მანდატი ქართულ ოცნებას, დანარჩენი სამი კი, ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება (გირჩი, ლელო და გახარია). 

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა.
11:04 / 30.10.2025
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა.
4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცესკოს მოწვევით, დღეს, 11:00 საათზე
ჩატარდება.
09:48 / 30.10.2025
4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცესკოს მოწვევით, დღეს, 11:00 საათზე ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.