ახალი ამბები
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს პარკის საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას.

ასევე, დაგეგმილია ბავშვთა და სპორტული ზონების, საპიკნიკე სივრცეების, ამფითეატრისა და წყლის სარკეების მოწყობა.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.

პარკის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 1957 წელს დაარსდა. მას საბჭოთა კავშირის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი ნახევარი საუკუნისაა და ქუთაისის მაშტაბით ყველაზე დიდია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის
ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
20:31 / 03.06.2026
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ,
თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული
წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი
ხელშეკრულებები შეწყდა.
13:56 / 02.06.2026
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.