ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში 4 პარტია მოხვდა - როგორ გადანაწილდა ხმები
FaceBook
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 პოლიტიკური პარტია მოხვდა.

აქედან, ხმების 77.55% (36 047 ხმა)  "ქართულმა ოცნებამ" მიიღო;

5.7% (2 661 ხმა) - პარტია "გირჩმა";

5.7% (2659 ხმა ) - პარტია "ლელომ";

4.5% (2114 ხმა) კი - პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" მიიღო.

შესაბამისად, არსებული წინასწარი მონაცემებით, ახალ, მერვე მოწვევის 25-კაციან ქუთაისის საკრებულოში 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას", თითო-თითო დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება. 

4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში, პარტიული სია 8 პარტიას ჰქონდა წარმოდგენილი.

ცესკოს საბოლოო მონაცემები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ცესკოს მიერ საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ძველი, მეშვიდე მოწვევის საკრებულო უფლებამოსილებას დაკარგავს.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს,
პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ,
პატიმრობა შეუფარდა.
14:15 / 07.10.2025
სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ
მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა.
10:21 / 07.10.2025
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.