ცესკოს მონაცემებით, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, "ქართული
ოცნების" მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
კერძოდ, ბაღდათის, ვანის, ტყიბულისა და საჩხერის მერობის
კანდიდატებმა, რომლებსაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის
არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდათ, ხმების 100% აიღეს.
შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ
გიორგიძე გახდა (8 408 ხმა),
ვანის - ალექსანდრე გოგორიშვილი (10 833 ხმა), ტყიბულის - დავით
კუბლაშვილი (8 856 ხმა), საჩხერის - ლევან ივანაშვილი (19 665
ხმა).
რაც შეეხება იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გახდა, მან ხმების 89,58% მიიღო
(14 257 ხმა).
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე გახდა, მან ხმების 89.50%
მიიღო (19 622 ხმა);
სამტრედიის მერი დავით ბახტაძე გახდა, მან ხმების 92.31% მიიღო (15
779 ხმა);
ხონის მერი ლადო ჯურხაძე გახდა, მან ხმების 94,22% მიიღო (9 607
ხმა);
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გახდა, მან ხმების 84,39% მიიღო
(9 328 ხმა);
თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე გახდა, მან ხმების 94,51% მიიღო (14
873 ხმა);
წყალტუბოს მერი გენადი მარგველაშვილი გახდა, მან ხმების 92,33 % მიიღო
(19 378 ხმა);
ქუთაისის მერის პოსტს დავით ერემეიშვილი დაიკავებს. მან ხმების 85,68%
მიიღო (37 779 ხმა).
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმერეთის რეგიონში 400-ზე მეტი საარჩევნო
უბანი იყო გახსნილი. საკუთარ არჩევანს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე
აკეთებდა.
მასალის გამოყენების პირობები