ახალი ამბები
20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, 50 000-მდე ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქალაქის 77-ვე უბანზე კენჭისყრის პროცესი დასრულებულია.

მისივე ცნობით, 20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 49 652 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 32.47%-ია.

წინა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, ხმა ამომრჩევლის 44.53%-მა მისცა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ქუთაისში, 77 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძოდა. "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

როგორც ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, წინასწარი შედეგები, თუ ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
22:43 / 04.10.2025

"მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც დღეს საარჩევნო ყუთთან სწორი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მხარი დაუჭირა ქუთაისის უკეთეს ხვალინდელ დღეს და წინსვლას!"

17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, 41 305
ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 27%-ია.
17:32 / 04.10.2025
17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, 41 305 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 27%-ია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.