ახალი ამბები
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი ამომრჩევლის 22.98%-მა გააკეთა
FaceBook
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 35 139-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 22.98 პროცენტია.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, 15:00 საათისთვის, ამომრჩევლის 28% იყო მისული.

ქვეყნის მასშტაბით კი, 15:00 საათისთვის, საარჩევნო უბანზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22 პროცენტს შეადგენს. როგორც ცესკოში განმარტავენ, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც, მათი თქმით, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. ამ დროისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი
დააკავეს.
10:55 / 13.01.2026
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტის მომზადებაში
მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია - Gensler ჩაერთვება.
10:12 / 13.01.2026
ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტის მომზადებაში მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია - Gensler ჩაერთვება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.