ახალი ამბები
იმერეთში, სოკოთი ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook

იმერეთში, კერძოდ, ზესტაფონში, სოკოს მიღების შედეგად, ხუთი ადამიანი მოიწამლა.


ინტოქსიკაციით ოჯახის ოთხი წევრი და მათი მეზობელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქედან, მცირეწლოვნები კლინიკიდან უკვე გაწერეს. სამი ზრდასრული პაციენტი კი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივების თქმით, სოკოთი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა ზესტაფონის სოფელ შროშაშიც. მოიწამლა 3 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში, ზესტაფონის კლინიკა "ფერომედს" დაახლოებით 30-მდე პაციენტმა მიმართა სხვადასხვა ჩივილებით. ბევრის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა გადაუდებელი, კომპლექსური მკურნალობის შემდეგ, ექიმებმა მათი გამოჯანმრთელება შეძლეს. ყველა შემთხვევაში მოქალაქეებმა თავისი ხელით მოპოვებული სოკო მიირთვეს და იმით მოიწამლნენ.

ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა. ამიტომ, მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.



 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან
საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა,
რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
10:51 / 15.11.2025
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა
და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ
დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
10:15 / 15.11.2025
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.