ახალი ამბები
ევროპის დღეები ქუთაისს სტუმრობს - რა ღონისძიებები გაიმართება ქალაქში ორი დღის განმავლობაში
FaceBook

24-25 ოქტომბერს, ქუთაისში, ევროპის დღეები აღინიშნება.


მასტერკლასები და გამოფენები; საინტერესო საუბრები; კინოჩვენება; საგანმანათლებლო თამაშები და აქტივობები; ევროპული ლიტერატურის გმირების ამბები; საფეხმავლო და ველო ტურები; გასტრონომიული გამოცდილება; მწვანე კუთხე; ცოცხალი მუსიკა და ბევრი სხვა - სწორედ ეს აქტივობები დახვდებათ ევროპის დღეებზე მისულ სტუმრებს.

უფრო კონკრეტულად, ევროპის დღის პროგრამა, ორი დღის განმავლობაში, შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

24 ოქტომბერი:

12:00 - ველომსვლელობა - 12კმ-იანი მარშრუტი ქალაქის გარშემო. შეკრების ადგილი: 1 ნიუპორტის ქუჩა (სასტუმრო ნიუპორტთან)

12:00 - 18:00 – ევროპის დღის ბაზარი წარმოგიდგენთ ადგილობრივ არტიზანულ პროდუქტებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს. კაფე “ლილესთან” (თამარ მეფის ქუჩა 11)

14:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა - რესტორანი "გალა" (ზაქარია ფალიაშვილი ქუჩა 29)

15:00–16:30 – საუბრები: ქალები, როგორც ცვლილებების მამოძრავებლები. ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. რესტორანი "გალა" (ზაქარია ფალიაშვილი ქუჩა 29)

15:00–18:00 – აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ . სასტუმრო "სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)

15:30–17:00 – დოკუმენტური ფოტოგრაფიის მასტერკლასი ნათელა გრიგალაშვილთან ერთად – "თვალით დანახული ისტორია". სასტუმრო "სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)

17:00–18:30 – ფოტოგამოფენა “10 წელი ფოკუსში” – წარმოგიდგენთ კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს. წიგნების თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 19)

19:00–21:00 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ქუთაისური ტალღა”– რეჟისორი: ანა აბაკელია. ფილმი ასახავს 1990-იანი წლების ქუთაისის ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობას. ფილმი შექმნილია ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით. კლუბი რეფლექტორი (თამარ მეფის ქუჩა 57)

25 ოქტომბერი:

11:00–12:30 – საფეხმავლო ტური “ევროპული ქუთაისი” ხვიჩა ვაშაყმაძესთან ერთად. შეკრების ადგილი: თეთრი ხიდი

13:00–17:00 – ევროპული გემო – გაეცანით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარ სამზარეულოს. კაფე “დები” (ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა 35)

14:00–17:00 – ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების ამბების თხრობა, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები. წიგნების თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 81)

15:00–17:00 – საგანმანათლებლო თამაში “წიგნის თარო” ევროპის შესახებ. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის გამზირი 20)

12:00–17:00 – ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაშები – ევროკავშირის პროექტების მიერ მომზადებული აქტივობები. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის გამზირი 20)

12:00–17:00 - მწვანე კუთხე - საგანმანათლებლო და სახალისო აქტივობები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის გამზირი 20)

18:00–21:00 – ევროპის დღეებს დაასრულებს კონცერტი. გავატაროთ საღამო Mechanical Rainbow-სთან და Will Kolak-თან ერთად. "კოლიზეუმი" (დავით აღმაშენებლის ქუჩა 22ბ).

"შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე ქუთაისში – ცოდნის, ტრადიციების და ნამდვილი ევროპული სულის მქონე ქალაქში. გელოდებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად!",- განმარტავენ ორგანიზატორები.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.