ახალი ამბები
პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან
FaceBook
2026 წლიდან პენსია იზრდება - ამის შესახებ საქართველოს ბიუჯეტის პირველადი ვერსიის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის დოკუმენტის მიხედვით, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს.

ამის პარალელურად, "ოცნების" ხელისუფლება ისევ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების გაზრდას.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა, საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან
საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა,
რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
10:51 / 15.11.2025
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა
და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ
დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
10:15 / 15.11.2025
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.