ახალი ამბები
"მოცემულ სიტუაციაში დუმილი დანაშაულია" - საირმის პროტესტის მონაწილეები 24 სექტემბერს, ბაღდათის მერიასთან, აქციას გამართავენ
FaceBook
კურორტ საირმის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ, 24 სექტემბერს, ბაღდათში აქციისთვის ემზადებიან.

ისინი მერიის წინ 10:00 საათზე შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც საირმის პროტესტის მონაწილეები განმატავენ, სწორედ ბაღდათის მერიამ არ უზრუნველყო სამონადირეო მეურნეობის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივების ჩართულობით, ამიტომ სურთ, თავიანთი ხმა ახლოდან გააგონონ.

ისინი მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, შემოუერთდნენ მათ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

" მეხუთე თვეა, ვმართავთ საპროტესტო აქციებს კურორტ საირმეში, სადაც მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვება, ჩაგვრა, რაც გამოიხარტება კერძო საკუთრების ჩამორთმევის მცდელობასა და სამონადირეო მეურნეობისთვის ლიცენზიის კანონდარღვევით გაცემაში. მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ ამ უკანონობასთან ბრძოლაში, ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან, 24 სექტემბერს, 10 საათზე.

მოცემული უსამართლობის ჯაჭვში, არც თუ მცირე რგოლია მერია, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მცირედი ყურადღებაც არ გამოუჩენია, პირიქით საეჭვოდ იყო ჩართული პროცესებში. კერძოდ, არ უზრუნველყო სამონადირეო მეურნეობის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივების ჩართულობით და შეგვრჩა ოქმი, სადაც არცერთი ადგილობრივი არ არის! მოცემულ სიტუაციაში დუმილი დანაშაულია, მინიმუმ გულგრილობა, ამიტომ გავაგონოთ ახლოდან ხმა!",- ამბობენ საირმის მკვიდრები.

კურორტ საირმეში ადგილობრივები მეხუთე თვეა, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამის გარდა, ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება.

საქართველოს პროკურატურა კურორტ საირმეში 9 ოჯახს (თავდაპირველად 20-მდე ოჯახს, მაგრამ დანარჩენებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს) მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, უწყება მათ თაღლითობაში სდებს ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში, სატყეო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, დაიწყო. ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესებს ემსახურება. სწორედ კოხოძის კომპანიაზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია.

ადგილობრივების ბრალდებებზე "ქუთაისიპოსტმა" შესაბამის უწყებებს ( ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პროკურატურა, თემურ კოხოძის კომპანიას) ოფიციალური წერილები 20 ივნისს გაუგზავნა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.


ამავე თემაზე:

"საჩივარში ეწერა, გვწყევლა ლელა მესხიამ და ჩმორი გვიძახაო",- საირმის პროტესტის მონაწილე პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა

"მირეკავენ ბაღდათის პოლიციიდან, მიბარებენ გამოკითხვაზე"- საირმის პროტესტის მონაწილე

"საჩივარიაო, თითქოს მე ვიღაცას დავემუქრე" - საირმის პროტესტის მონაწილის, ვეფხია მესხიას სახლში საპოლიციო ჩხრეკა ჩატარდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით
ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.
16:12 / 22.09.2025
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.
11:03 / 22.09.2025
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ქუთაისში, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსის [CNT250000043] გამოცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.