ქუთაისის მერია სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების
შესასყიდად ტენდერს [NAT250014295] აცხადებს.
დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადების მიღება უკვე დაიწყო და 5
სექტემბრამდე გაგრძელდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე
სპორტის სასახლის რეაბილიტაციას 1 684 224 ლარის (შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება) სანაცვლოდ განახორციელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 4 თვეში (120 დღეში) უნდა დასრულდეს.
სპორტის სასახლის ინტერიერის ვიზუალიზაცია (პროექტის
ფოტოები):
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი
[NAT230011234] 2023 წლის მაისში გამოაცხადა, სადაც შპს „კად XXI“ -მა
გაიმარჯვა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 21 ივნისს გაფორმდა.
სწორედ შპს „კად XXI“-მა იმიშავა სპორტის სასახლის პროექტის
შედგენაზე, რისთვისაც 99 887 ლარი დაიხარჯა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობაში მოსაწესრიგებელია: იატაკი
(პარკეტი); ვენტილაცია; სახურავი; განათებისა და გახმოვანების
სისტემა; ტრიბუნები (სავარძლების შეცვლა); შენობის ადაპტირება ეტლით
მოსარგებლეთათვის; კალათბურთის ფარები; სველი წერტილები; ტაბლო (LED
ეკრანი); შენობის კოსმეტიკური რემონტი; ფასადის რეკონსტრუქცია; სუსტი
დენებისა და უსადენო ინტერნეტის პროექტი; სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები.
ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.
ამავე თემაზე:
"
მომავალი წლისთვის შევძლებთ, დავიწყოთ სპორტის
სასახლის რეაბილიტაცია“ - ქუთაისის მერი
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას
გეგმავს
მასალის გამოყენების პირობები