ახალი ამბები
ესტონეთის ელჩი - ქართული ენის გაქრობის სურვილი მითია
FaceBook
ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მსმენელები საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გახლდათ.

ესტონეთის ელჩმა, პრიიტ ტურკმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიენების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება უნდა გაააქტიუროს.

"რაც შეეხება იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვინმეს ევროკავშირში სურს ქართული ენის გაქრობა, მინდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ მითია. დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად უამრავი ესტონური წიგნი ითარგმნება, ესტონური ენის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია დღეს იმაზე მეტად ხდება, ვიდრე აქამდე," - განაცხადა ესტონეთის ელჩმა, პრიიტ ტურკმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მსმენელებთან შეხვედრა "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.