ახალი ამბები
პოლიციამ, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 34 პირი დააკავა
FaceBook
სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და
უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის
მოქალაქეები დააკავეს.
14:50 / 26.07.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით
დაჯილდოვდება.
08:10 / 26.07.2025
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.