ახალი ამბები
ხარაგაულის მერიამ, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყერული პროცესების შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა
FaceBook
ხარაგაულის მერიამ, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, კვლევების შესყიდვა, გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის პროცედურით განხორციელდა და მისი ღირებულება 148 857 ლარს შეადგენს.

"კომპლექსური კვლევების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის 7 სექტემბრამდე დასრულდება.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება",- აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მეწყერულ ზონაში, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში, ამ დროისთვის, გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30 ოჯახი უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო 20 ოჯახზე დაკვირვება გრძელდება.

ამასთან, ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, სოფელ ღვერკში რეაბილიტირდა შემოვლითი გზა, ხოლო ხემაღალის მიმართულებით დაგეგმილია 1.5 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა, რაც 9 ოჯახს მისასვლელს გაუმარტივებს. მერიის ცნობითვე, მდინარე ყარნების კალაპოტთან, სადაც პერიოდულად შეინიშნება მიწის მასის ცვენა, ჩატარებულია ტერიტორიის პრევენციული შესწავლა.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.


ფოტო: ჩემი ხარაგაული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი
ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
08:36 / 26.07.2025
სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით
დაჯილდოვდება.
08:10 / 26.07.2025
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.