ახალი ამბები
2025 წლის გამოცდები დასრულდა - ნაშრომების გასწორება დაწყებულია
FaceBook
2025 წლის გამოცდები დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდა.

გამოსაცდელებმა უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდები ჩააბარეს.

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით "ყველა იმ სტანდარტის დაცვით წარიმართა, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი‘‘.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პერიოდში, გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი,  დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო.

ამასთან, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69%-მდე გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80% - საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. დაახლოებით 83%-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან, ან აბარებენ გამოცდას.

2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.  სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გამოცდები 2025
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:23 / 09.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
13:06 / 08.01.2026
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.