ახალი ამბები
იმერეთში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
FaceBook
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი.
უწყების ინფორმაიციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1960 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1999 წელს დაბადებული ლ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები -1987 წელს დაბადებული ზ.ქ., 1978 წელს დაბადებული გ.დ. და 1994 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ა.

"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის გამოცდები დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის
მსურველთა ტესტირებით დასრულდა.
15:40 / 23.07.2025
2025 წლის გამოცდები დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული
მაღაროელების მომდევნო პროცესი გაიმართება.
10:58 / 23.07.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების მომდევნო პროცესი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.