ახალი ამბები
ჭიათურელი მაღაროელის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება
FaceBook
დღეს, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პროცესი გაიმართება.

წინასასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ პატიმრობის გამოყენების შეცვლა იქნება.

"ჩვენ ამ სასამართლოზე, მათ შორის, დავაყენებთ აღკვეთი ღონისძიების ფორმით პატიმრობის გამოყენების ცვლილების საკითხს. თქვენ გახსოვთ, რომ წინაზე შეფარდება ისე მოხდა, რომ სასამართლომ ჩვენი არგუმენტები, პრაქტიკულად, არ გაიზიარა. ჩვენ აღკვეთი ღონისძიების ცვლილების შუამდგომლობა კიდევ გვექნება და ვნახოთ, საბოლოოდ, სასამართლოს პასუხი რა იქნება",- ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ადვოკატი თამთა მიქელაძე, რომელიც 
მერაბ სარალიძის და გიორგი ნეფარიძის ინტერესებს იცავს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან, მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან შეიკრიბებიან და დაკავებულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა (პროტესტის 140 დღე და შიმშილობის ერთი თვე), უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების
შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე
დაინიშნა.
11:09 / 17.07.2025
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.