იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი
ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 260-ე კვარტა
მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები