ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.

"• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს ღებულობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ.

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. 

• თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).

• გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ.

• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), სანამ სიგრილე იქნება.

• თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ",- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
13:50 / 16.07.2025
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.