ახალი ამბები
"ქუთაისში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება"- პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
FaceBook
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 17.394 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 129.266 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 13 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 2604-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:42 / 15.10.2025
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესს ეხება.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
12:54 / 15.10.2025
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.