ახალი ამბები
Wizz Air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
FaceBook
ავიაკონპანია Wizz Air-ი Abu Dhabi-ის მიმართულებით ფრენებს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან აჩერებს.
ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"Wizz Air Abu Dhabi-ს ბოლო ერთ წელიწადში გრძელვადიანი ოპერაციული სირთულეები შეექმნა, მათ შორის:

• ტექნიკური პრობლემები ცხელი და რთული კლიმატური პირობების დროს, რამაც იმოქმედა თვითმფრინავების ხელმისაწვდომობასა და ოპერაციულ ეფექტიანობაზე;


• გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც გამოიწვია საჰაერო სივრცის დახურვა და რეგიონის მასშტაბით ოპერაციული შეფერხებები, ასევე მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირება;


• რეგულატორული ბარიერები, რომლებიც ზღუდავდა კომპანიის შესაძლებლობებს გასულიყო სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე და გაზრდილიყო.



აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზღუდავს Wizz Air-ის ულტრა-დაბალი ღირებულების მოდელის სიცოცხლისუნარიანობას რეგიონში და შესაძლებლობას, მიაღწიოს მოგებიანობას ევროპულ ოპერაციებთან თანხვედრაში.

Wizz Air გააძლიერებს ფოკუსს თავის ძირითად ბაზრებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია და გაერთიანებული სამეფო. ამ სტრატეგიული გადანაწილებით კომპანია შეძლებს რესურსების მიმართვას იმ რეგიონებისკენ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აჩვენებენ ზრდისა და მოგებიანობის პოტენციალს.



Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოზეფ ვარადიმ განაცხადა: 
„ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და ვამაყობთ იმით, რაც შევქმენით. მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს თავიანთი დაუღალავი ძალისხმევისა და ერთგულებისთვის WIZZ ბრენდის განვითარებაში ახალ და დინამიკურ ბაზრებზე. თუმცა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა: გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ბაზარზე შეზღუდულმა წვდომამ გაართულა ჩვენი საწყისი მიზნების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რთული გადაწყვეტილება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს სწორი ნაბიჯია. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენს ძირითად ბაზრებზე და ინიციატივებზე, რომლებიც აძლიერებს Wizz Air-ის მომხმარებელთა კმაყოფილებას და ქმნის აქციონერთათვის ღირებულებას.“


მგზავრები, რომლებსაც დაჯავშნილი აქვთ ბილეთები 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ, მიიღებენ წერილს ელექტრონული ფოსტით თანხის უკან დაბრუნების ან ალტერნატიული მგზავრობის შესაძლებლობის შესახებ. მომხმარებლები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს მესამე მხარის მეშვეობით, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის სააგენტოებს. ზემოაღნიშნული შეჩერება არ ეხება Wizz Air-ის სხვა რეისებს",- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში. 







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:51 / 15.07.2025
"ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს", - განაცხადა კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. 
09:47 / 15.07.2025
"საქართველო: მხარი დაუჭირეთ მაღაროელების პროტესტს - თავისუფლება დაპატიმრებულ აქტივისტებს",- ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.