ახალი ამბები
იანვარ-ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა.

პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა.

ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ 3 874-ს მიაღწია. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.

"მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც - 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები, კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი)",- განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  16-17 ივლისს,
საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა
და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
13:28 / 15.07.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  16-17 ივლისს, საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
12:51 / 15.07.2025
"ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს", - განაცხადა კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.