ქუთაისში, 2 წლის წინ გახსნილი ოლიმპიური საცურაო აუზი, რომლის
მოწყობისთვის 13 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რემონტს საჭიროებს.
ამ მიზნით ტენდერი [NAT250012059] ცხადდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ
სამუშაოები 2025 წლის 23 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით უნდა
შეასრულოს.
დოკუმენტის მიხედვით უნდა შესრულდეს დემონტაჟის სამუშაოები
თაბაშირ-მუყაოს ფილაზე გაკრული კერამიკული ფილების დემონტაჟი,
თაბაშირ-მუყაოს ფილების დემონტაჟი, ამსტრონგის ჭერის დემონტაჟი,
შემდგომი მონტაჟი, საშხაპეებში არსებული მინის გამყოფების დემონტაჟი,
დასაწყობებით, წყლის შემრევევბისა და ე.წ. ,,დუშის ტელეფონები"-ს
დემონტაჟი დასაწყობებით და ა.შ.
სამუშაოების ღირებულება 78 126 ლარია. წინადადებების მიღება 18
ივლისს იწყება და 21-ში სრულდება.
ქუთაისში ახალი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი ოფიციალურად 2023
წლის ივლისში გაიხსნა.
ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის
განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და
ჯამში 13.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები