ახალი ამბები
"ყველას ფეხებზე ვკიდივართ, მთავრობიდან დაწყებული კომპანიით დამთავრებული"- მაღაროელები
FaceBook

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


გუშინ, 13 ივლისს, გვიან ღამით, ერთ-ერთი მოშიმშილე შავლეგ გოგსაძე ცუდად გადა და გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა ამისა, მშრალი შიმშილობა დაიწყო მაღაროელმა სიმონ მიქაცაძემაც. ის არ იღებს არც საკვებს და არც სითხეს. რთულია ციხეში მყოფი მოშიმშილე მერაბ სარალიძის მდგომარეობაც.

“ყველას ფეხებზე ვკიდივართ, მთავრობიდან დაწყებული კომპანიით დამთავრებული. ასე დავწყდებით სათითაოდ და დამთავრდება ყველაფერი. ყურადღებას არ გვაქცევს არავინ, სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაში”,- ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

ჭიათურაში დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 137-ე და შიმშილობის 26-ე დღეა.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 2 წლის წინ გახსნილი ოლიმპიური საცურაო აუზი, რომლის
მოწყობისთვის 13 მილიონზე მეტი დაიხარჯა,  რემონტს საჭიროებს.
12:07 / 14.07.2025
ქუთაისში, 2 წლის წინ გახსნილი ოლიმპიური საცურაო აუზი, რომლის მოწყობისთვის 13 მილიონზე მეტი დაიხარჯა,  რემონტს საჭიროებს.
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
10:57 / 14.07.2025
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.