ახალი ამბები
დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ტარდება
FaceBook
დღეიდან, 10 ივლისიდან, 2025 წლის გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები ჩაერთვნენ.

ამასთან, აბიტურიენტები დღეს ისტორიის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ. მასწავლებლების გამოცდებში მონაწილეებისათვის კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა ჩატარდება.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 92%-ზე მეტი, ხოლო დარეგისტრირებული სტუდენტებიდან 69%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა სტუდენტმა და ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა გამოსაცდელს არ დაიგვიანონ გამოცდაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.