ახალი ამბები
შუქრუთის მაღაროში მოპოვებითი საქმიანობა ოქტომბრის თვეში განახლდება
FaceBook
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ინფორმაციით, შუქრუთის მაღაროში მოპოვებითი საქმიანობა ოქტომბრის თვეში განახლდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჭიათურის საწარმოების რეორგანიზაციის ფარგლებში, შუქრუთის მაღაროზე აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

საწარმოების მმართველის, მიხაილ სოცკის თქმით, სამუშაოების მრავალთვიანი იძულებითი შეწყვეტის ფონზე, შუქრუთში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ამიტომ, სამუშაოები შრომატევადი და გრძელვადიანია, პროცესი კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

"გეგმის მიხედვით, მოპოვებითი საქმიანობა შუქრუთის მაღაროში ოქტომბრის თვეში განახლდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საწარმოების სტაბილური ამოქმედებისა და უწყვეტი ფუნქციონირების კუთხით",- განაცხადა სოცკიმ.

შუქრუთში პროტესტი თვეებია, გრძელდება. შუქრუთელები, "ჯორჯიან მანგანეზს", მის მიერ მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო, საცხოვრებელი სახლების დანგრევაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას მოითხოვენ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ. ამ მოთხოვნით მათ სოფლის ქვეშ გამავალი მაღაროს შესასვლელი ჰქონდათ ჩაკეტილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #შუქრუთი
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:23 / 09.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
13:06 / 08.01.2026
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.