ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ყაზარმას
ყოფილი შენობა, 6 მილიონ 226 000 ლარად, გაიყიდა.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა ქუთაისის მერიამ
აუქციონზე 17 ივნისს გაიტანა.
ელექტრონული აუქციონი 2 ივლისს დასრულდა.
ქუთაისში, ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა 1860 წელს აშენდა. იგი
ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში აქ იდგა
ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული ბატალიონიც -
ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის პირველი სართული
ეთმობოდა.
შენობა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა, საქართველოდან რუსული ჯარის
გასვლის შემდეგ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი,
დიდთოვლობამ ზიანი მიაყენა და საბოლოოდ ჩამოანგრია. ამის შემდეგ არც
აღდგენილა. თითქმის 30 წელია, შენობას არ შეხებია მშენებლისა და
რესტავრატორის ხელი. ამ დროისთვის შენობა ამორტიზებულია და
ანტისანიტარიის კერად არის გადაქცეული.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, სამხედრო ყაზარმას ყოფილი შენობა აუქციონზე
6 მლნ ლარად იყიდება
მიტოვებული "ყაზარმა" და ადამიანები
(ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები