ახალი ამბები
"მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი"- მაღაროელები პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 127-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და ორ კვირაზე მეტია, შიმშილობენ, საქართველოს მთავრობას, კერძოდ, კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

ისინი კობახიძეს სთხოვენ, პირადად ჩავიდეს მათთან, ან თავისი კაბინეტის კარი გააღოს და ჭიათურაში არსებული პრობლემები მშრომელებისგან მოისმინოს. გთავაზობთ მათ წერილს: 

"ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარილ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში, საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო,

თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.

კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობენ, ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს. ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე კომპანია, პრემიერო.

თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრები გამო თავი გასწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.

ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმე მიაღწია თქვენამდე?

ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება",- აღნიშნულია მაღაროელების წერილში. 

ჭიათურაში პროტესტი მეხუთე თვეა, გრძელდება. მშრომელები უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. ამ დრომდე მაღაროელების პროტესტით მთავრობის არცერთი წარმომადგენელი პირადად არ დაინტერესებულა და ადგილზე არ ჩასულა. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები:
მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო
გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
09:37 / 18.07.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და
09:05 / 18.07.2025
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და "თბილისის აეროპორტში" კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.