ახალი ამბები
ქუთაისის მერიიდან აშშ-სა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობაში მონაწილეობენ
FaceBook
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ის მის მოადგილე იუზა უგულავასა და მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელ დავით ნიშნიანიძესთან, ასევე საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 119-ე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობს.

ყრილობა ქალაქ ვაშინგტონში იმართება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ყრილობაზე ასევე იმყოფებიან იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების მერებიც, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.



ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში გაეცნობა აშშ–სა და კანადის თვითმმართველობებში საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტურობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ქალაქებისა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, ასევე, ნიუ-იორკის მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან. 

აშშ-სა და კანადის მთავრობის, სახელმწიფო ფინანსების ოფიცერთა ასოციაცია, რომელიც 25 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად მართავს. კონფერენციის მიზანია, ასოციაციის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.

კონფერენცია ვაშინგტონში სამდღიან პანელურ დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა 1-ლი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის
სამართლის კოდექსში
11:25 / 02.07.2025
პარლამენტმა 1-ლი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ჭიათურაში, კიდევ ორმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართა და პირი ამოიკერა.
11:03 / 02.07.2025

ჭიათურაში, კიდევ ორმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.