ახალი ამბები
ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს
FaceBook
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

აღნიშნული ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.

"თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადნისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა“ გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს",- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.

როგორც თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები:
მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო
გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
09:37 / 18.07.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და
09:05 / 18.07.2025
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და "თბილისის აეროპორტში" კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.