ახალი ამბები
გაუქმდა ბავშვის უფლებათა დაცვის და სხვა მუდმივმოქმედი საბჭოები - დღეიდან ახალი რეგლამენტი ამოქმედდა
FaceBook
გაუქმდა - "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდა.
ასევე, გაუქმდა - გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები...

დღეს, 1 ივლისს ამოქმედდა პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული რიგ საკითხს ძალადაკარგულად აცხადებს და ახლებურად აწესრიგებს.

პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.

ცვლილებები  შეეხო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. კერძოდ, განისაზღვრა, რომ ის იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ამასთან, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვალა:

აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

დაზუსტდა საკითხები, რომლებიც პირდაპირ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება, კომიტეტის მიერ განხილვის გარეშე. ესენია: თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები.

კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები.

გაუქმდა "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის
დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის
შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და
ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის,
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა
შეეფარდება.
14:08 / 01.07.2025
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
ოპოზიციური პარტიის,
12:59 / 01.07.2025
ოპოზიციური პარტიის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.