ახალი ამბები
ნიკა გვარამიას, 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
FaceBook
ოპოზიციური პარტიის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გვარამიას "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას ედავებიან.

პოლიტიკოსს მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავებაც აუკრძალეს.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 1 ივლისს, გამოაცხადა.

ნიკა გვარამია 13 ივნისის შემდეგაა პატიმრობაში - გვარამია თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, დარეკა საპატრულო პოლიციაში და აცნობა სად იყო. ის კრიმინალურმა პოლიციამ ციხის წინ დააკავა.
პატიმრობის მიუხედავად,  დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც თეა წულუკიანია, გვარამია კიდევ ერთხელ დაიბარა. პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ თქვა უარი გამოკითხვაზე მისვლაზე და ამის გამო მისი საქმე პროკურატურაში გადაგზავნეს.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. რვავე პატიმრობაშია. მათგან შვიდის წინააღმდეგ (ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე) უკვე გამოცხადდა განაჩენი, ერთს კი (ირაკლი ოქრუაშვილი) პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად აქვს შეფარდებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გვარამია
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.