ახალი ამბები
საკანონმდებლო ცვლილებებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება
FaceBook
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება. 

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, 10 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

პროექტში ნათქვამია, რომ 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის.

აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:23 / 09.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
13:06 / 08.01.2026
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.