27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის"
ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა
დაიწყო.
დღეს დილით მას შეუერთდა გედევან ფოფხაძე და კიდევ სამი აქტივისტი
ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.
"თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის და თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის
გიორგი ახობაძის დედის და ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს
ნიშნავს. აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და მაინც ვერ
მოგვერევით - ესაა ჩემი განაცხადი "ქართული ოცნებისთვის", - თქვა
ელენე ხოშტარიამ.
ელენ ხოშტარიამ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მისი
თქმითვე, ეს არის არა "რომელიმე პარტიასთან, მაგალითად, "ქართულ
ოცნებასთან" ბრძოლა, არამედ ბრძოლა რუსეთთან".
28 ივნისის დილით გედევან ფოფხაძემ ( "ქართული ოცნების"
ყოფილმა წევრმა (2012-19 წლებში) განაცხადა, რომ ისიც უერთდება ელენე
ხოშტარიას და იწყებს შიმშილობას:
"ან სიკვდილი, ან გამარჯვება, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის
მიმართ", - აღნიშნა ფოფხაძემ.
გარდა პოლიტიკოსებისა, შიმშილობას დაიწყეს აქტივისტებმა - ვასილ
ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.
ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ
სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ფოტო: რადიო თავისუფლება
მასალის გამოყენების პირობები