ახალი ამბები
რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა
FaceBook
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასვლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს.



"მოძრაობის გადართვისთანავე, დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას",- განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო.

"ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს",- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ღვერკი - ხემაღალის ტერიტორიაზე,
მეწყრული პროცესები განვითარდა.
11:39 / 28.06.2025
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ღვერკი - ხემაღალის ტერიტორიაზე, მეწყრული პროცესები განვითარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.