ახალი ამბები
"ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა"- ირაკლი კობახიძე
FaceBook
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება.

„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს, საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით.

რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კობახიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.