ახალი ამბები
კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი სექტემბრამდე გადავადდა
FaceBook
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი კიდევ 3 თვით გადავადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ თებერვლის თვეში, შემდეგ კი ივნისში უნდა დასრულებულიყო, ახლა 1 სექტემბერს უნდა დამთავრდეს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში, სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების ერთ-ერთ მიზეზად მითითებულია, რომ ობიექტზე სამუშაოების მეორე ეტაპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებდა, ამჟამად კი სამუშაოები ენერგო-პრო-ჯორჯიას მიერ მიმდინარეობს, რომელიც დასრულებას 12 ივლისისთვის გეგმავს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ აქვს დასრულებული სამუშოები კოსტავას ქუჩაზე 360 პიკეტიდან 750 პიკეტამდე, რაც ხელს უშლის ტროტუარების ნაწილში დენის კაბელების და ფილების
დაგებით სამუშაოებს. აღნიშნული აძნელებს სამუშაოთა შესრულებას და პროექტის დასრულების ვადებს.

რაც შეეხება ლამპიონების პარამეტრებს, არაერთხელ გთხოვეთ, მოგეყვანათ ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობაში, თუმცა თქვენი მხრიდან ვერ მივიღეთ ჯეროვანი პასუხი, რატომ უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე წარმოდგენილი ნახაზი და არა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც იურიდიულად თანაბარი ძალის მნიშვნელობის დოკუმენტია.

ყოველივე ზემოთ აღიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოგვიწია შეფერხება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ: დაგვემატა მესამე ჩიხის ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ასევე დამატებით მოგვიწია ასფალტისა და გრუნტის სამუშაოების შესრულება. ამიტომ გთხოვთ, გაგვიგრძელოთ პროექტის შესრულების ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე, ამავე დროს გთხოვთ, დააკორექტიროთ ხარჯთაღრიცხვა",- ვკითხულობთ კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალის" დირეტორის მიერ ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისთვის მიწერილ წერილში.

კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს. კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი" სამუშაოებს 2 198 772 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მერიას კომპანიისთვის თანხის 75% - 1 653 038 ლარი გადახდილი აქვს.

კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო. მართალია, სამუშაოები 9 თვეში, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში მალევე შევიდა ცვლილებები და სამუშაოების დასრულების თარიღი სამჯერ გადავადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.


ამავე თემაზე:


გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რატომ გადავადდა კოსტავას ქუჩაზე სამუშაოები

"სანამ სახელფასო დავალიანებას არ გაგვისწორებენ, გაფიცულები ვიქნებით"- რა ხდება კოსტავას ქუჩაზე

3 ივნისიდან - 31 აგვისტომდე, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

მერია კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერს მეორედ აცხადებს

ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის ტენდერი შეწყვიტა

ქუთაისში, კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.