ახალი ამბები
"ჭიათურაში" მაღაროელებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნეს
FaceBook

რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, "ჭიათურაში" მაღაროელებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნეს.


მშრომელების თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა "მებიგეთა, არხისმჭრელთა, მბურღავთა, მემანქანეთა და მწონავთა პროფესიული კავშირი".

მაღაროელები ამბობენ, რომ ეს იქნება მშრომელების ინტერესზე ორიენტირებული დამოუკიდებელი პროფკავშირი, პროფკავშირული ბრძოლის დასაწყისი.

"დღევანდელ დღეს რაღაც უკეთესი ნაბიჯი გადაიდგა იმ მხრივ, რომ ამ ხნის განმავლობაში, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, ექვსჯერ ვცადეთ დამოუკიდებელი პროფკავშირების
დარეგისტრირება, ჩვენს მეგობრებთან, კეთილ ადამიანებთან, პროფესიონალებთან ერთად და არ დაგვირეგისტრირეს. შემდეგ სარჩელი შევიტანეთ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ და მოულოდნელად, დღეს, მოხდა ისე, რომ ჭიათურას ჰყავს დამოუკიდებელი პროფკავშირები.

მინდა მოგილოცოთ ყველა მშრომელ ადამიანს, ჭიათურის მძიმე საწარმოში დასაქმებულს და არა მარტო ჭიათურაში დასაქმებულს, ჭიათურა თუ რამე წარმატებას მიაღწევს შრომის ფრონტზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ ქალაქს (ტყიბულია, ზესტაფონია, რუსთავია თუ ა.შ), ყველა მრეწველობას და ყველა მშრომელ ადამიანს აქვს შანსი, ჭიათურის ბრძოლის კვალზე წარმატებებს მიაღწიონ",- განმარტა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ. 

ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 118-ე და შიმშილობის მე-7 დღეა.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.